ჰომოფობია

პირს, რომელმაც 17 მაისს ლგბტ აქტივისტზე იძალადა, ბრალი დევნის მუხლით წარუდგინეს

ტაბულა

პირს, რომელმაც 17 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელ ნიქო ქორგილაძეზე ჰომოფობიური მოტივით იძალადა, ბრალი დევნის მუხლით წარუდგინეს. არასრულწლოვან ს.კ.-ს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურაში განმარტავენ, რომ თავდაპირველად ბრალდებულს, რომელიც 15 წლისაა, გამოძიება ნიქო გორგილაძეზე ძალადობას ედავებოდა, თუმცა შემდგომში საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და ს.კ.-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ადამიანის დევნას გულისხმობს.

ტაბულა დაინტერესდა, რატომ შეიცვალა კვალიფიკაცია და რატომ აღარ ედავება გამოძიება თავდამსხმელს ძალადობას, თუმცა პროკურატურაში ამბობენ, რომ ამ საქმეზე მეტ განმარტებას ვერ გააკეთებენ.

საქმეზე გამოძიება და სასამართლო პროცესები გრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლო განხილვების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

17 მაისს, მთავრობის კაცელარიასთან მიმდინარე აქციაზე "არა ჰომოფობიას", ნიქო გორგილაძეს თავს სიტყვის გამოსვლის დროს დაესხნენ. ახალგაზრდა კაცმა მას დაარტყა და გაიქცა, თუმცა პოლიციამ ადგილზე დააკავა.

კომენტარები