ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

2018 წელს ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი ამხილეს 

www.irishtimes.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 9 თვეში ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი იქნა მხილებული, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებისთვის კი სამინისტრომ 8 პოლიციელს დისციპლინური სახდელი დააკისრა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის 9-თვის ანგარიში პრეზენტაციისას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა სამინისტროს პოლიტიკის გამკაცრებას იმ შემთხვევებზე, როდესაც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე პოლიციელთა მხრიდან არასათანადო რეაგირება გამოვლინდა.

"ჩვენთვის რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ გარკვეულწილად, გაგვემკაცრებინა შიგნით სისტემაში თანამშრომელთა მხრიდან ოჯახური ძალადობის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის გამკაცრება. ჩვენ კარგად გვესმის ამასაც რამხელა პრევენციის ძალა აქვს და რამხელა მორალური მნიშვნელობა აქვს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ეჭვმიტანილია ოჯახური ძალადობის ჩადენაში, მის მიმართ პასუხისმგებლობა უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დროული, ეფექტური და ეს ჩვენი შიდა დისციპლინის თემაც გახლავთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, დღეს უწყებამ გაავრცელა ოჯახში ძალადობის კუთხით 2018 წლის სტატისტიკა, რომლის მიხედვით:

  • 2017 წელს გამოძიება დაიწყო 2828 საქმეზე, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 4 339 საქმეზე;
  • 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1986 პირის მიმართ, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 3000-მდე პირის მიმართ;
  • 2017 წელს გამოცემულ იქნა 4370, 2018 წელს კი - 5472 შემაკავებელი ორდერი.

კომენტარები