ავიაკომპანია WIZZ AIR-ი ბარგის და ხელბარგის პოლიტიკას ცვლის. მგზავრებს ბორტზე უფასოდ მხოლოდ მცირე ზომის ჩანთის (40x30x20 სმ) ატანა შეეძლებათ. 1 ნოემბრიდან, Basic ბილეთში სწორედ მხოლოდ ეს ერთი ჩანთა შევა.
შესაბამისად, სტანდარტული 10 კგ-იანი გორგოლაჭიანი ჩემოდნით (55-40-23სმ) მგზავრობა ფასიანი გახდება. მომხმარებელს Wizz Priorirty-ს სერვისით სარგებლობა მოუწევს, რომლის ღირებულებაც ერთ გზაზე 5-10 ევროა.
გარდა ამისა, Wizz Air მგზავრებს 20 და 32 კგ-იან რეგისტრირებულ ბარგთან ერთად, 10-კგ-იან ბარგსაც სთავაზობს. მისი ფასი რეისის მიხედვით, 7 ევროდან იწყება.
Wizz Air ქუთაისიდან დაფრინავს პარიზის, რომის, ათენის, ბარსელონას, პრაღის, ბუქარესტის, ვარშავის, კატოვიცეს, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგემის, ვილნიუსის, ლარნაკას, ბუდაპეშტის, თესალონიკის, მილანის, ლონდონის, ვროცლავის და რიგის მიმართულებით. 11 ოქტომბრიდან - ქუთაისი-ვენის მიმართულებით შესრულდება პირველი პირდაპირი ფრენა, ხოლო 2019 წლის აპრილიდან - გდანსკის მიმართულებით.