კრიმინალი

რუსთავი 2: ჩვენს ოპერატორსა და ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ [video]

რუსთავი 2-ის ჟურნალისტს ეკა გაგუასა და ოპერატორ ლევან კალანდიას სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ჟურნალისტსა და ოპერატორს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე ინფორმაციით, კურიერის გადამღები ჯგუფი რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა სიუჟეტს, რა დროსაც ჩინური კომპანიის წარომადგენლებმა ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მასალის წაშლა სცადეს.


ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცემის ფაქტი არ დაუდასტურეს, მაგრამ, უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 154 მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და იმავე ქმედებას ჩადენილი ძალადობის მუქარით, ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარები