ჩინეთი

ჩინეთმა "საგანმანათლებლო საწვრთნელი ცენტრების" არსებობა დააკანონა

Shutterstock

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. საკანონმდებლო შესწორების მიხედვით ცენტრებში მანდარინი უნდა ისწვლებოდეს და ხელობის სწავლის გარდა "იდეოლოგიური განათლება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ქცევის გამოსწორებაც" უნდა ხდებოდეს.

ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის.

ადამიანები, რომელთაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს ყვებიან, რომ მათ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. მათი თქმით დაკავებულთა მცირეწლოვანი შვილები მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

გავრცელებული ცნობით ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სინძიანის რეგიონში არსებულ ცენტრებში ერთ მილიონამდე ეთნიკურად უიღური და ყაზახი მუსლიმია დაკავებული. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ჩინეთის საკითხს მიმდინარე წლის ნოემბერში განიხილავს.

კომენტარები