თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 12 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, კობერიძის, კაჭარავას, ხევძმარის და გობრონიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის  IVბ მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევდოშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს აღმართის, ქვალონის, უფლისციხის, ლარეხის, ართვინის, ჩეჩელაშვილის, საქარის და მნათობის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტიციან ტაბიძის, აბაშელის, მარუხის გმირთა, კოკა კლდიაშვილის და მცხეთის  ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და იმედაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, კონსტანტინე კაპანელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერბუკის, ალმასიანის, ბოჭორიშვილის, ბიძინა კვერნაძის, ფიზკულტურის, ტყვარჩელის და ანდრია აფაქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:30 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ანა კალანდაძის და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ამილახვარის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, თბილისის ზღის მიმდებარე ტერტორიის, ვარკეთილის მეურნეობის (დიდი ლილო), თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დიდების, ბეთანიის და სამადლოს მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება." - აცხადებს თელასი.

კომენტარები