ემიგრაცია

ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

Screengrab

საბერძნეთში, ქალაქ ათენში, საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 24 წლის გოგოა, შემთხვევა გუშინ მოხდა.

საგარეო საქმეთა სამიისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ცხედრის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო, გარდაცვლილი გადასვენებულია ბიუროში. გამოძიებას საბერძნეთის საგამოძიებო სტრუქტურები აწარმოებენ, მათთან მუდმივ კონტაქტზეა ათენში საქართველოს საკონსულო.

უწყებაში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ გარდაცვალების მიზეზზე, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა ქალი მოკლულია.

კომენტარები