ფარული აუდიოჩანაწერები

აუდიოჩანაწერები და პროკურატურის ვერსია - რას ამბობს სუბელიანი ჩანაწერებში

News.ge

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 16 ოქტომბერს აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. 

უწყების მტკიცებით, აუდიოჩანაწერი 6 ივლისით თარიღდება და რამდენიმე თვით წინ უსწრებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს. აუდიო რუსთავი 2-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ის გლდანის ციხეშია გაკეთებული და მასში ასევე სუბელიანი და ჯაფარიძე მონაწილეობენ. ეთერში გასული ჩანაწერი, პროკურატურატურის ცნობით, 11 ოქტომბრისაა.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, მირზა სუბელიანს მთავრობის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და გახმაურებულ ამბებზე ფლობს ინფორმაციას. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში კი სუბელიანი ამბობს, რომ აპირებს, გახმაურებული საქმეების "ამოსატრიალებლად", ტყუილი თქვას.

პროკურატურის მიერ შემოთავაზებული ვერსიით, სუბელიანი ცდილობს, "ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე". ამ ვერსიით, გამოდის, რომ სწორედ ამით აიხსნება ის, რაც საზოგადოებამ რუსთავი 2-ის ეთერში მოისმინა.
 

რას ამბობს სუბელიანი პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერში:

ამ ჩანაწერში მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლებას მისი "გაწირვა" აქვს გადაწყვეტილი და ამიტომ ის ყველაფერზე წამსვლელია.

  • მისი თქმით, ის გეგმავს, ტყუილი თქვას ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორიცაა, თეთრაძის მკვლელობა," ნავთლუღის სპეცოპერაცია", ე.წ ქურდების და ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე. 
     
  • მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა მზად არის, "საჭირო" ინფორმაციის სანაცვლოდ თანხა გადაიხადოს. 
     
  • რაც შეეხება ხელისუფლებასთან გარიგებას ერთწლიანი პატიმრობის შესახებ, ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, სუბელიანმა იმის პირობა მიიღო, რომ "უსამართლოდ არ დაჩაგრავენ" და ერთ წელზე მეტს არცერთი "ჭკუათმყოფელი" მოსამართლე ისედაც არ მისცემს.
     

ვიქტორ ჯაფარიძე: რას შვები, მითხრეს რომ კვებაზე გაქვს პრობლემები... რა ხდება, ცუდი საჭმელია?

მირზა სუბელიანი: რა უნდა იყოს ციხის საჭმელი.. ჩვეულებრივი ბალანდაა... აღარ შემიძლია, რაც მინდა არაფერი მოაქვთ, მიზღუდავენ ისედაც რა. დაჩკებსაც ნორმალურად არც უშვებენ... სწორია ეს უკვე ნორმალურად არც მიშვებენ. სწორია ეს... უკვე ნერვები აღარ მაქვს. კაცი ყველაფერს გაუძლებს, მაგრამ რა დამოკიდებულებაა.. რა მიდგომაა...სპეციალურად აკეთებენ. ამდენი წელი ვემსახურე ამათ და რა მივიღე.. ნორმალურად არც მივლიან. 

ვიქტორ ჯაფარიძე: თუ რამე პრობლემაა მითხარი და როგორც წესია ისე მოგხედავენ

მირზა სუბელიანი: კაი რა.. ბოლომდე მწირავენ, ვერ ხედავ უკვე ყველაფერზე მიდიან. ბავშვზე, კალანდიაზე უნდათ გასვლა... ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ. ატყობ, რეებს აკეთებენ? იმ დონეზე არიან რომ მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან. ყველაფერს ანგრევენ. ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა? ყველაფერი გავაკეთე და რა მივიღე? უკვე დანგრეული აქვს ცხოვრება, მისთვის რა აზრი აქვს სად იქნება. დაჭერა უნდათ, დაიჭირონ. მაგრამ სწორი იქნება.. ცხოვრება აღარ აქვთ, რა დღეში არიან ჩემები პროსტა შენ ხომ იცი... ამ ბავშვს პატრონიც აღარ ყავს. არც ჩემებს ყავს და არც არავის. 

ვიქტორ ჯაფარიძე: მოიცა, მოიცა, კარგად მომიყევი საიდან, რანაირად, რა ინფორმაციები გაქ? მგონი ეჭვები გაგიჩნდა უკვე ამ საკანში მარტო რომ ხარ. 

მირზა სუბელიანი: არა ზუსტად ვიცი, კი უნდათ ჩემი საბოლოო განადგურება მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. ხელისუფლებამ ნაცების თამაში თუ დაიწყო. ხოდა ასე თუ გააგრძელეს მიიღებენ ამ თემაზე პასუხს. ერთ რამეს გეტყვი რა მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება და მე რა მივიღე საბოლოოდ? ბოლომდე მწირავენ... ვზივარ სამარტოო საკანში და ლამისაა გა...დე

ვიქტორ ჯაფარიძე: არა ძმაო... არ არის მასე, შენ ეხლა ნერვებზე ხარ და ცოტა დაიოკე ეგ ნერვები...

მირზა სუბელიანი: არა რაა სასამართლო რას გადაწყვეტს? ვიცი ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია., ბოლომდე უნდა ბიჭო გამწირონ. არ არის ეს სწორი გეუბნები მე რაც გავაკეთე მაგათთვის, ვინ იზამდა სხვა? და რა მივიღე... სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს მეც ვნახავ, შენც ნახავ და ყველა...გამწირეს და რას მეუბნები რომ ასე არ არის...მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე...

ვიქტორ ჯაფარიძე: ეხლა შენ მართლა ნერვებზე ხარ, ეს არ არის სწორი მსჯელობა, შენ პირობა იმაზე მიიღე რომ უსამართლოდ არავინ დაგჩაგრავდა. ვიცი რომ მსუბუქი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამ კუთხით ერთ წელზე მეტს ვინ მოგცემს.რომელი მოსამართლე, რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი. 

მირზა სუბელიანი: გავიგე მაგრამ არ მიდის მასე საქმე. ხო წესით წელი კი არა ჯარიმას ითვალისწინებს მეტი რა უნდა მომცეს... ჩემი ფეხით მივედი, საერთოდ მე გავხსენი ეს დედამო...ი საქმე და მე რომ არ ვყოფილიყავი ერთი დაკავებულიც არ ეყოლებოდათ. მე ვაღიარე და საერთოდ ერთი ადამიანი მითხარი მე რითაც დამაკავეს სხვა თუ ზის მსგავსი მუხლით ციხეში. წესით ერთი მუხლიც არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიაწვებიან გინდა გითხრა რატომ? იმიტომ რომ სარალიძე აწვებათ. სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან.. ეს გა....ლი ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ. საყვარელიძე, ვინ აღარ იყო გვარამიასთან. უნდოდათ კონტაქტი. შემომითვალეს მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს თუნდაც ტყული და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ ვალში არ დავრჩებითო. შენ ხომ იცი რასაც ნიშნავს ძმაო ეს? ისიც ხომ იცი რომ სარალიძის თემა არაა მინელებული...რუსთაველის ამბები ჩემამდეც მოდის, მე ხომ ვიცი ეს ყველაფერი და ამიტომ ვამბობ, რომ მაქსიმუმს მომცემენ... ეგ არაა კაცური საქციელი, არ ვიმსახურებ მე მაგას ეს დედამო....ი და მაგათ გადაეცი რომ ვიღაც გამო....ი არ ვარ და ეს კაცი თავს დაიცავსთქო. როგორ და დაინტერესდნენ მაგით.. როგორ და ყველაფერს ვიტყვი. ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები. ვიბაზრებ რომ ყველა გახმაურებული საქმეები, ოცნებამ რომ ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები - ტყუილით აგიყირავებთ. მკიდია რა, იმასაც ვიტყვი რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ, ყველაფერზე წამსვლელი ვარ, რომ დავანგრევ საქმეებს მერე ნახონ... ბიჭო კუთხეში მიმწყვდეულ კაცს ვერაფერს ვერ მომტხოვენ, ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია იმაზეც მადლობა თქვან. 

ვიქტორ ჯაფარიძე: კაი ეხლა რაღაც სისულელეს ნუ ლაპარაკობ, რა გაქ, მართლა გაქ რამე? ნუ თხზავ რაღაცას..

მირზა სუბელიანი: კი, უკვე მკიდია რას ვიტყვი. ხო ვიტყუები და მაქვს, მერე მაგათმა ამტკიცონ რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს... სარალიძესას იჯერებს და... ხალხს ხომ გონია რომ მაქვს, ხოდა გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ და მერე მაგათამა იმართლონ თავი რომ ვიტყუები და არ მაქვს... ხალხი ხომ არ დაიჯერებს მაგათ ლაპარაკს. გადამრიეს უკვე რა, ყველანაირ სიბინძურეზე მოდიან ჩემზე... ჩემ ოჯახსა და ბავშვებს რას ერჩიან? ეგრე არ არის ძმაო ჩემი და ჩემი ოჯახის ოჯახის დანგრევა... ხოდა მეც ვიტყვი რომ ბევრის რამე მაქვს და მერე არკვიონ რა მაქ და რა არის სიმართლე და ტყუილი...

ამის შემდეგ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე სუბელიანს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ეუბნება რომ "სვანებს ტყუილის ტქმა არ ეკადრებათ". რასაც სუბელიანი პასუხობს რომ "გავრაზებულ გულზე ამბობს, თორემ ამას არ იზამს"

მირზა სუბელიანი: ბიჭო, გამკეთებელი რომ არ ვარ შენც ხომ კარგად იცი, პროსტა ძალიან გამამწარეს, მეც ადამიანი ვარ, დამინგრიეს ოჯახი... დედა მომი... პროსტა შინაურულად გეუბნები, გაბრაზებულზე  ვამბობ თორემ ამას რომ არ ვიზამ შენც კარგად იცი, აქ რომ კაცი ჩაჯდება იმას რა ჭკუა უნდა მოთხოვო. მარტო ვზივარ, სამარტოო საკანში... აღარ შემიძლია გონკები მაქვს... მაგრად დავიღალე ბო....ო მივდივარ სადღაც სიღრმეებში და გონკებში... ძმაკაცურად გეუბნები ამას თორე რომ არ გავაკეთებ იცი შენც...

ვიქტორ ჯაფარიძე: ხოდა მეც გეუბნები რომ დამშვიდდი ვიცი რომ მაგის გამკეთებელი არ ხარ, უბრალოდ ცომ გესმის, შენი მოსახდელია და რასაც მოგისჯიან უნდა მოიხადო. არ გამოვა სხვანაირად. 


რას ამბობს სუბელიანი რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერში:

14 ოქტომბერს რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ჩანაწერში სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ. ჩანაწერი, ტელეკომპანიის ცნობით, გლდანის ციხეშია გაკეთებული.

ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.  

ის ასევე საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საქმეების მოგვარებაზე და იმაზე, თუ რა მეთოდებით ხდებოდა ეს.

სუბელიანი: არა, სალაპარაკოდ და სავაჭროდ კი არ ვამბობ, ეს დავალებები რაც გვაქ ჩვენ შესრულებული დაფაილებული და შენახული გვაქ, ასე იდგნენ მუხლისჩოქა, შოთაძე და იმას, ნიკამ უარი უთხრა და გამოყარა, მოდი თქვენ შეასრულეთო, კბილაშვილი შემომყავდა, ღარიბა იყო, სადმე გაბაზრდა?! და ბოლო ბოლო ვანოს თემა, მინდოდა ეს ტ..ში შემეტენა?! იმან ვერ გადაწყვიტა ღარიბამ?! იმდენი გვაქვს ოპერატიულად გაკეთებული ძმაო, ჩვენ ერთი გზა გვაქ, ესენი რო თავს იზღვევენ ძმაო, ისინი რო მოვიდნენ დედას მოგ...ნავენ სათითაოდ და მე ჩემებმა მომ..ნეს დედა, სანამ ისინი მოვიდოდნენ.

და არც ერთ ბიჭს ჩვენება არ მიუცია, არც ერთი არ გაბოზებულა, რა დაუხვდათ წინ, ერთი საქმე მაინც ამოიღონ, სადაც მე მივდივარ სახელმწიფოს წინააღმდეგ, შენ მაინც არ იცი რამდენჯერ კედელთან მიმამწყვდიეს, ისიც იცი რაზბორკები რო იყო და მე და შენ რო ვიჯექით, იქ რო ვიჯექით რაზბორკაზე, იქაც ვთქვი რო სოზარის დავალებაამეთქი, არ გახსოვს? აბა ეხლა მეტი რა გავაკეთო ეს დედა მო...ული მითხარი. რა არი იცი, რომელი ჯობია? ამიტომაა პოლიტიკა კაი, პოლიტიკურად ყველანაირად ხსნი და მუნდირი რო გაქ ვერანაირად ვერ ხსნი გესმის? მაშინ ცრუ ჩვენებაზე კი არ წამიყენონ მუხლი, ადგნენ და წამებაზე წამიყენონ, ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით და როგორ მისცეს... ციხის ბუნტის თემა გაიხსენე, მე და გიომ გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შე..ცი, ქურდებს მივაცემინე ჩვენებები, უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში რო არ ყოფილა, მარტო ერთი საქმე რად ღირს, მარტო იმ საქმეზე დაუყენეს ბაჩოს განაჩენი.იმ კაცთან მიდის საუბარი რომელთანაც, თან ასე უთხარი სიტყვა-სიტყვით, ქალაქის პროკურორი რო იყო ეგ ყ..ეთქო, ქალაქის პროკურორი რო იყო და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები რო იყო და ვერ ტეხდნენ, მოგვყავდა და ვცემდით, იმიტო რო ამათ გაეხსნათ, აბა როგორ იძლეოდნენ ჩვენებებს და აბა როგორ გაიხსნა?! თეთრაძის საქმე როგორ გაიხსნა?! ქალაქის პროკურატურა იძიებდა საქმეს და ოპერატიულად უზრუნველყოფას ჩვენ უზრუნველვყოფდით, ჩემი პირადი შემადგენლობით. დ - პროკურორებმა წამოიღეს თავისი ლეპტოპები და მოვიდნენ ჩვენთან, გენინსპექციაში. 

ის ჩანაწერებში ასევე ამბობს, რომ რომ მასსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა და ის ციხეში 1 წლით ჩაჯდომაზე დათანხმდა, თუმცა ახლა მათი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. საუბრობს იმ პირობებზეც, რომლითაც ციხეში ჩაჯდომას დათანხმდა. მისი თქმით ერთი წელი პატიმრობაში იქნება, ხოლო ერთ წელს პირობით მსჯავრს მოიხდის.
 

პროკურატურამ ჩანაწერებზე გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო.

"გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით",- აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები