ქალზე ძალადობა

ლამბალოდან გატაცებული 17 წლის გოგო სოფელ ჯანდარაში იპოვეს

პოლიციამ სოფელ ლამბალოდან გატაცებული 17 წლის გოგო იპოვა. მას სოფელ ჯანდარაში მიაგნეს. ის 5 დღის განმავლობაში დაკარგული იყო. 

შსს-ის ცნობით, არასრულწლოვნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მათივე ცნობით, ამ დროისთვის მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რის შემდეგაც მას ფსიქოლოგის და ადვოკატის თანდასწრებით გამოკითხავენ. 

პოლიციას 17 წლის შვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ მშობლებმა 12 ოქტომბერს მიმართეს. მათივე თქმით, დანაშაულს გატაცებულის უმცროსი და შეესწრო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. 

კომენტარები