ფარული აუდიოჩანაწერები

კახიშვილი: პირობებთან დაკავშირებით სუბელიანს არ შევხვედრივარ

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, კახი კახიშვილი რუსთავი 2-თან ამბობს, რომ მასა და მირზა სუბელიანს შორის ციხეში პირობებთან დაკავშირებით შეხვედრა არ ყოფილა. 

"ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა. როდესაც ბატონი მირზა სუბელიანი დააკავეს, მაშინ წყდებოდა მისი განთავსების საკითხი. რა თქმა უნდა, მე გახლდით მინისტრი და შემითანხმეს, რომელ დაწესებულებაში უნდა იყოს განთავსებული, იყო საუბარი მეცხრე ან მერვე დაწესებულებაზე. თავიდან განთავსდა მე-9 დაწესებულებაში, შემდეგ გადავიდა მისივე სურვილით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მე-8 დაწესებულებაში, ვიზუალური მეთვალყურეობის პირობებში. იქაც აღნიშნავს, რომ არ იყო კმაყოფილი ვიზუალური მეთვალყურეობის გამო, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ წინასწარი პატიმრობა არის სტრესი ყველა პატიმრის და ყველა ასეთი პატიმარი ცდილობს და იმედოვნებს, რომ გათავისუფლდეს", - თქვა კახი კახიშვილმა. 

საქმე გუშინ რუსთავი 2-ით გავრცელებულ მორიგ ფარულ ჩანაწერს ეხება, რომელშიც მირზა სუბელიანი ქართული ოცნების იმ მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომელთაც მმართველ პარტიაზე მაკომპრომატირებელი მასალები აქვთ. ახსენებს კახი კახიშვილსაც. ჩანაწერის მიხედვით, დაკავებამდე სუბელიანი მასთან მივიდა, შეახსენა, „რასაც აკეთებდა“ 2013 წელს და სავარაუდოდ გარკვეული პირობები წაუყენა.

ვრცლად გუშინ გავრცელებული ჩანაწერის შესახებ წაიკითხეთ აქ

კომენტარები