თბილისის მერია

კალაძე: მწვანე პოლიტიკა პრიორიტეტია, ვფიქრობთ, ტრანსპორტი მწვანე ფერის იყოს 

თბილისის მერია

კახა კალაძის თქმით, ვინაიდან "მწვანე პოლიტიკა და ეკოლოგია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მწვანე ფერის იყოს". 

ამის შესახებ მან პოლონეთში თქვა. იქ მან კომპანია MAN-ის ქარხანა დაათვალიერა, სადაც
ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება. კალაძემ თქვა, რომ მომავალი წლის ბოლომდე მერია დაახლოებით 550 ერთეული ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.

ავტობუსების სავარაუდო ფერად მწვანე და თეთრის კომბინაცია დასახელდა.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანი
მიმართულებაა. 2019 წლის ბოლოსთვის ვაპირებთ, ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი
ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსებით სრულად ჩავანაცვლოთ. ე.წ. ყვითელი
ავტობუსები ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს. ასევე, ამ
ავტობუსებით გადაადგილება მგზავრებისთვის დისკომფორტია. 90 ავტობუსი,
რომელიც თბილისში რამდენიმე თვეში შემოვა, საკმარისი არ არის. ამიტომ, გვინდა,
2019 წლის ბოლომდე დაახლოებით, 500-550 ერთეული ავტობუსი შემოვიყვანოთ,
რომელიც სხვადასხვა ზომის - რვა-ათი და 12-მეტრიანი (CNG–ძრავით (ბუნებრივი
აირი), დიზელზე მომუშავე (ევრო–6), ასევე, ელექტროავტობუსები) იქნება,"- ამბობს თბილისის მერი.

კახა კალაძე საზოგადოებას ავტობუსების ფერის შერჩევის პროცესში ჩართულობისჯენ მოუწოდებს:

„რადგან მწვანე პოლიტიკა და ეკოლოგია ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მწვანე ფერის იყოს. ამ ყველაფერზე ერთად ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ. არ არის გამორიცხული, პროცესში ქართველი დიზაინერებიც ჩავრთოთ, რომ თბილისს ბრენდირებული ავტობუსები ყავდეს. ჩვენი ქალაქი და მოსახლეობა იმსახურებს, რომ ავტობუსები, რომელსაც უახლოეს მომავალში შევიძენთ, განსხვავებული იყოს. ძალიან მიხარია, რომ ქალაქს განახლებული ავტოპარკი ექნება", - თქვა მან. 

კომენტარები