გირჩი

"გირჩის" ინფორმაციით, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციამ გასაჩხრეკად წაიყვანა

facebook

პარტია “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია და პარტიის წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციამ დედაენის ბაღიდან გასაჩხრეკად წაიყვანა. ამი შესახებ "გირჩი" Facebook-ზე  წერს. 

აღნიშნულზე ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ინფორმაციას ამოწმებენ. 

შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს დედაენის ბაღში პოლიტიკური პარტია გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის გამართვას აპირებს.

13 ოქტომბერს შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. 

უწყებაში ამბობენ, რომ ეს არის დანაშაულის ორგანიზების განზრახვა, სამართალდარღვების ჩადენისკენ მოწოდება და მოქალაქეთა წახალისება კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ.

კომენტარები