ფარული აუდიოჩანაწერები

რ2-ს ჩანაწერი: მოზარდების მკვლელობის საქმის გაყალბებაში შაყულაშვილიც მონაწილეობდა

0 კომენტარი

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან, დავით ცუხიშვილთან თბილისის ყოფილ პროკურორზე, მიხეილ შაყულაშვილზე საუბრობს. ირკვევა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის "მოგვარებაში" შაყულაშვილიც მონაწილეობდა. 

თბილისის ყოფილმა პროკურორმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიას მისგან განსხვავებული ჩვენება მისცა და ამით სუბელიანის ტყუილი გამჟღავნდა. 

სუბელიანი შაყულაშვილზე რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ჩანაწერშიც საუბრობდა და უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ვერ დალაგდა, რომ მას და შაყულაშვილს საგამოძიებო კომისიისთვის ერთნაირი ჩვენები მიეცათ. 

ჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანის შაყულაშვილთან შეხვედრების და საუბრების ჩანაწერები აქვს. 

ვიქტორ ჯაფარიძე - შენ და შაყულაშვილი?

მირზა სუბელიანი - აბა, რა!

ვიქტორ ჯაფარიძე - ჩანაწერები?

მირზა სუბელიანი - ყველაფერი, ძმაო, იმ დღის მომენტიდან. თხოვნები - აქეთ ამაში დამეხმარე, იმაში დამეხმარე...

ვიქტორ ჯაფარიძე - მიშათი?

მირზა სუბელიანი - აბა, რაა. მიშა რო...

ვიქტორ ჯაფარიძე - მაგის დედა...

მირზა სუბელიანი - მიშა რომ ლაპარაკობს და ტ..კს ათამაშებს. პირდაპირ მიმოწერებია. მაგაზე ვარ გაგიჟებული. თუ კაცი იმას არ ნახავს.

დავით ცუხიშვილი - თემა არი ერთი, რაა, ვიღაცა ხო წავიდა დათმობაზე. არავინ არ წავიდა დათმობაზე. როგორც პროკურორმა, პროცესუალურად თავის თავი გადაირჩინა.

ვიქტორ ჯაფარიძე - სამომავლოდ გააკეთა...

დავით ცუხიშვილი - იცი, რაა, 5 წლის მერე რომ ამოვარდეს, რომ მე ამასთან კომუნიკაცია მქონდა, მე პროცესუალურად დამიჭერენ. თავი დაიზღვია, საკუთარი ტ..ის გადასარჩენად გააკეთეს ეს.

მირზა სუბელიანი - ყველას ..-ზე კიდია საერთოდ, გაბოძემ რა გააკეთა, უარესი არ გააკეთა?

დავით ცუხიშვილი - რა შეიცვალა. რაც მაგან გააკეთა, რომ ამბობდა, მირზამაც თქვასო, შაყულაშვილს თავმოყვარეობა... თავი მოიჭრა. კაცი მეუბნება, აღშფოთებული მოვიდაო, ვეუბნები, სირცხვილი არ არის?

მირზა სუბელიანი - ჯერ სად მიშვებ, რატომ მიშვებ, ხო ხვდები, როგორი მომენტია. მე არ მაქვს პრეტენზია, არც ირაკლისთან, არც მამუკა ვასაძესთან...გაბიტაშვილთან მაქვს შეკითხვები, თუ შაყულაშივლი და გაბოძეს თავისთავად ეგეთი თემაა. ჰოდა, რომ ვნახე 6 თვე ეს ყ..ბი იყო და... ეს პროკურორები დიდის ამბით მხვდებოდნენ, ეხლა მე დებილი ვიყავი და ჩამწერის გარეშე მივსულიყავი?

დავით ცუხიშვილი - შაყულაშვილი ვაჟკაცურად მოიქცაო...

მირზა სუბელიანი - ირაკლისგან გამომდინარე მოიქცა კაცურად. მანდაც ეგეთი რაღაცა ხდებოდა. შაყულა და გაბიტა შეიკრნენ ირაკლის წინააღმდეგ. მე გეუბნები, ეგ 100 პროცენტია, რაა, გამორიცხული თემაა, მე ირაკლის რეაქციით ვხვდებოდი, რა ხდებოდა. იმან კიდევ, გახარიამ ვერ გაიგო, მე ირაკლი არა ვარო, რომ მითხრა, მაგას ეგონა შოთაძე. მე ირაკლი შოთაძე არ მყავდა მხედველობაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები