ტერაქტი ავღანეთში

ავღანეთში საპარლამენტო არჩვენების დღეს მომხდარ აფეთქებებს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, საპარლამენტო არჩევნების დღეს მომხდარ ტერაქტებს საერთო ჯამში, 15 ადამიანი ემსხვერპლა და 200-მდე დაშავდა. დაღუპულებს შორის 10 მშვიდობიანი მოქალაქეა, ხოლო 5 პოლიციელი. 

აფეთქებები საარჩევნო უბნებთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი უბანში შესვლას ცდილობდა. 

არჩევნებს, რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" ეწინააღმდეგება. მოსალოდნელი თავდასხმების გამო 7ათასი საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 5 ათასი ამოქმედდა.  

საფრთხის გამო საარჩევნო უბნებს 70000-ზე მეტი პოლიციელი იცავდა. 

ავღანეთის პარლამენტში, სადაც მხოლოდ 250 მანდატია. ადგილის მოსაპოვებლად 2 565 კანდიდატი იბრძვის. აღსანიშნავია, რომ აქედან 414 ქალია. 

არჩევნების შედეგები 10 ნოემბერს გახდება ცნობილი. 

კომენტარები