აფეთქება რუსთავში

რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, 5 არასრულწლოვანია

ინფო რუსთავი

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად 10 ადამიანი დაშავდა და მათ შორის 5 არასრულწლოვანია.

ინფო რუსთავის ინფორმაციით კი, დაშავებულია 12 ადამიანი და 7 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. 

შსს-ში ამბობენ, რომ დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

"შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნავენ შსს-ში.

შემთხვევის ადგილიდან ვიდეოს ავრცელებს ინფო რუსთავი:

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები