ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერად არ აირჩია

0 კომენტარი

სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერმინისტრად არ აირჩია. 

ფაშინიანი ერთადერთი კანდიდატი იყო, თუმცა პარლამენტის სამმა ფრაქციამ, სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ, "ცარუკიანმა" და "დაშნაკცუტიუნმა" თქვეს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ,  ფრაქცია "ელკმა" კი თავი შეიკავა.

ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად ასარჩევად აუციებელი იყო 53 ხმა. მის სასარგებლოდ ხმა არც ერთმა დეპუტატმა არ მისცა, წინააღმდეგ ერთი წავიდა. 11 კი თავი შეიკავა. 

ფაშინიანი თანამდებობიდან 16 ოქტომბერს გადადგა. მისი თქმით, პოსტის დატოვების შემდეგ პარლამენტი მეორე ჯერზე ვერ აირჩევს ახალ პრემიერს, ამიტომ იძულებული იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. 

სომხეთის კონსტიტუციით, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კრება ორი კვირის განმავლობაში ორჯერ ვერ შეძლებს პრემიერის არჩევას. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები