ჰარი პოტერი

ინდოეთის სამართლის უნივერსიტეტი სტუდენტებს “ჰარი პოტერის” კურსს სთავაზობს

0 კომენტარი

ინდოეთის ერთერთმა საუკეთესო სამართლის უნივერსიტეტმა, დასავლეთ ბენგალში წარადგინა ახალი სასწავლო კურსი, რომელიც ჰარი პოტერის გამოგონილ სამყაროზეა დაფუძნებული.

კურსი ჰარი პოტერში სამართლის როლს ისტორიებსა და რეალურ სიტუაციებს შორის პარალელის გასავლებად იყენებს.

პროფესორმა შუვიკ კუმარ გუჰამ, რომელმაც ეს კურსი შექმნა, განაცხადა, რომ ეს არის “ექსპერიმენტი კრეატიული აზროვნების ხელშესაწყობად”.

კურსს “ურთიერთკავშირი ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურასა და სამართალს შორის: სპეციალური ფოკუსი როულინგის ჰარი პოტერის სამყაროზე” ჰქვია. ის, ჯამში 45-საათიან დისკუსიის ტიპის სწავლებას მოიცავს.

სასწავლო კურსში 40 სტუდენტი იქნება ჩართული, თუმცა, როგორც პროფესორმა გუჰამ განაცხადა, ბევრმა მას სტუდენტების რაოდენობის გაზრდა სთხოვა.

კურსი არჩევითი იქნება კოლკატას ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული მეცნიერებების სტუდენტებისთვის.

“კურსი არის ექსპერიმენტი, რომელმაც უნდა უბიძგოს სამართლის სტუდენტებს, რომ გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან.” - განაცხადა პროფესორმა BBC-სთან ინტერვიუში.

ჰარი პოტერის სამყაროს სამართლის კურსის კურიკულუმი შემდეგ თემებს მოიცავს:

  • სამართლებრივი ტრადიციები და ინსტიტუტები, მათ შორის თავისუფლება, სამართლებრივი ნორმა მაგიურ საზოგადოებაში და ბიუროკრატია მაგიის სამინისტროში;
  • მიუტევებელი წყევლები, ვიზენგამოტის სასამართლო პროცესები, სირიუს ბლექის უდანაშაულობა და ტომ რიდლის დევნა;
  • სოციალური ღირებულებები, იდენტობა და კლასების უფლებები დანახული ელფების დამონებაში, მაქციების მარგინალიზებაში, გიგანტებსა და კენტავრებში;
  • გაუტეხავი აღთქმები, სნეიპი და ფენიქსის ორდენი;
  • ქვიდიჩი და სპორტის სამართალი ჰოგვორტში;

აღსანიშნავია, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის რამდენიმე უნივერსიტეტი სტუდენტებს ასევე სთავაზობს ცნობილი სერიებით ინსპირირებულ კურსებს. გაერთიანებული სამეფოს დურჰამის უნივერსიტეტი იყო პირველი, რომელმაც სტუდენტებს ჰარი პოტერის თემის კურსები შესთავაზა - ისინი გამოიყენებოდა ცრურწმენების, მოქალაქეობისა და ბულინგის საკვლევად.

აშშ-ის ტოპ უნივერსიტეტებმა, როგორებიცაა იელი და ჯორჯთაუნი, ასევე შესთავაზეს სტუდენტებს ამგვარი კურსები, თუმცა არც ერთი მათგანი არ ყოფილა სამართლის სტუდენტებისთვის განკუთვნილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები