2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვის გამო სოფო ხალვაში დილის გადაცემას აღარ წაიყვანს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სოფო ხალვაში გადაცემა "დილის ტალღას" ამ ეტაპზე აღარ წაიყვანს. წამყვანის მიერ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ფაქტზე დისციპლინური საქმის წარმოებაა დაწყებული. 

სოფო ხალვაშმა დღეს თბილისის სპორტის სასახლეში, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმღერა."მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალება. საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს"- წერია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის, გია ქარცივაძის განცხადებაში.

კომენტარები