გორში მოკლული ბავშვი

გორში დაკარგული 9 წლის ბავშვი მოკლული იპოვეს

flickr

9 წლის გოგო, რომელსაც გორში ოჯახი და პოლიცია ეძებდა, მოკლული იპოვეს. 

შსს-ს ინფორმაციით ბავშვის ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს. გოგო სახლიდან დღის პირველ ნახევარში ცეკვაზე წავიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა. თვითმხილველების თქმით, ცხედარს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული და თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

კომენტარები