არჩევნები 2018

რ2-ის დაკვეთილი ეგზიტპოლი: II ტური ზურაბიშვილს და ვაშაძეს შორის ჩატარდება

რუსთავი 2-ის დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება ძალა ერთობაშია-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის ჩატარდება. 

ეგზიტპოლის 16:00-ის მონაცემებით, 40% აქვს სალომე ზურაბიშვილს, 40% გრიგოლ ვაშაძეს და 10% - დავით ბაქრაძეს, შალვა ნათელაშვილს - 3%, დავით უსუფაშვილს - 2%, ზურაბ ჯაფარიძეს - 2%.

შედეგებში ცდომილების ფარგლები +/-3%-ია, გამოკითხვა 115 უბანზე ჩატარდა. 

Edison Research-ეგზიტპოლების ბოლო მონაცემები 22:00 საათზე გამოქვეყნდება.

კომენტარები