არჩევნები 2018

ფსიქოპროექტის ეგზიტპოლი: სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში 52,3%-ით იმარჯვებს

ქართული ოცნების დაკვეთით, კომპანია "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს. ზურაბ ბიგვავას კომპანიის ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემებით, ზურაბიშვილმა 52,3% დააგროვა.

ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, მეორე ადგილზე გადის "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 28,1%, ხოლო მესამე ადგილზე - ევროპული საქართველოს კანდიდატი დავით ბაქრაძე - 9,32%

ირაკლი კობახიძის თქმით, ფსიქოპროეტმა გამოკითხა 5104 ადამიანი 100 უბანზე, სათანადო მეთოდოლოგიით შესაბამისად. 

ცდომილების ფარგლები 2,6% პროცენტია. 

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. არჩევნების პირველადი შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

კომენტარები