არჩევნები 2018

რამდენმა მთაწმინდელმა დაუჭირა მხარი თავის მაჟორიტარს

0 კომენტარი

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის ოლქში 9 573 ხმა მიიღო. ყველა უბნის მონაცემებით, ეს ამომრჩეველთა ხმის 37.62%-ია. ცესკოს მონაცემებით, ახლა ზურაბიშვილს 800-ით ნაკლებმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების I ტურზე. ხოლო 2016 წლის არჩევნების II ტურთან შედარებით, სალომე ზურაბიშვილის მომხრეთა რაოდენობა 1800-ით არის შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი 2016 წელს პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. მაშინაც, ქართულმა ოცნებამ მთაწმინდის ოლქში თავისი კანდიდატი არ წარადგინა და ასპარეზი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსის მოსურნე სალომე ზურაბიშვილს დაუთმო.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, მთაწმინდის ოლქში სალომე ზურაბიშვილმა 44.42% (10 350 ხმა) მიიღო, რის გამოც, არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო. სალომე ზურაბიშვილი ენმ-ის წევრს ნიკა რურუას დაუპირისპირდა და მეორე ტური 67.58%-ით (11 360 ხმა) მოიგო.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს (38.64%) და ძალა ერთობაშია-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს (37.74%) შორის გაიმართება. დათვლილია ხმების 99.97%.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები