არჩევნები 2018

ჯაფარიძე: მეორე ტურზე წავალ და ხმას ვაშაძეს მივცემ - არა იმიტომ, რომ მეორეს სჯობს

ზურაბ ჯაფარიძე
Facebook

გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ის თავის მხარდამჭერებს არც ერთი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებს, თუმცა, თავად მეორე ტურზე ხმას ვაშაძეს მიცემს. 

ჯაფარიძის თქმით, მას არც ეს კანდიდატურა მოსწონს, თუმცა, ზურაბიშვილს რიგ მიზეზთა გამო სჯობია: 

"ამჯერად მეორე ტურის შესახებ:

3 წელია გირჩი არსებობს და არასოდეს მომსვლია თავში გირჩის მხარდამჭერებისთვის მომეწოდებინა ვინმეს ან რომელიმე პარტიის მხარდაჭერა

თავისუფალი ადამიანები არიან და თავად აგებენ პასუხს საკუთარ ქმედებებზე

გირჩის ოფისშიც კი, არასოდეს, არავინ არავის მოუწოდებს რაიმე პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისკენ

არ ვაკადრებთ ერთმანეთს ასეთ დამოკიდებულებას

ამიტომ, ნუ შემე%$თ. აზრი არ აქვს

რაც შეეხება პირადად ჩემ პოზიციას

ვთვლი რომ ვალდებული ვარ ის გავხადო საჯარო

და მეორე ტურამდე რომ არ ვათამაშო ერთი ადგილი, ახლავე დავაფიქსირებ

ჩემთვის ორივე დარჩენილი კანდიდატი არის პრინციპულად მიუღებელი

ნებისმიერი მცდელობა ხაზის გავლების თითქოს ერთი უფრო ნაკლებად ცუდია ან ნაკლებად საშიშია ვიდრე მოერე, ჩემთვის არის მასტურბაცია

მეტიც, ორივეს შემთხვევაში 100%-ით დარწმუნებული ვარ რომ არჩევიდან ძალიან სწრაფად გადადგავს ისეთ ნაბიჯს, რომლის გამოც გინებას დაიმსახურებს ჩემგან

მიუხედავად ამისა, მე წავალ მეორე ტურზე

და ხმას მივცემ ადამიანს, რომლის კარიერული პიკი, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, იქნებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალო დონის ჩინოვნიკობა, რომელმაც პედოფილთან გამაიგივა პირადად მე და ასობით ათასი ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია ააგო იმ მიზანთან ბრძოლაზე, რისთვისაც ჩემი ცხოვრების უკანასკნელი 12 წლის მნიშვნელოვანი ნაწილი მაქვს დათმობილი, და რომლის არჩევის შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს რომ სულ ცოტა ხნის წინ ქვეყნის პირველ ლედის მოსკოვში აქვს ნაცეკვი 25 თებერვალს

ამას არ გავაკეთებ იმიტომ რომ ეს კანდიდატი მეორეს სჯობს

ამას გავაკეთებ იმიტომ რომ:

  1. თუ არსებობს შანსი ივანიშვილის ხელში არ იყოს ფორმალური ძალაუფლების თუნდაც ერთი, თუნდაც სუსტი ბერკეტი, ეს შანსი გამოსაყენებელია
  2. ნებისმიერმა ცარიელმა ადამიანმა მომავალში იცოდეს რომ მხოლოდ ივანიშვილთან დაახლოება არ არის საკმარისი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად. და რომ მარგველაშვილი იქნება, ნარმანია, ბახტაძე, კობახიძე თუ სხვა - ეს ანომალიაა და არა წესი

შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ როგორ ერევა გული ადამიანს ხმის მიცემის შემდეგ", - დაწერა ჯაფარიძემ. 

ზურა ჯაფარიძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 36007 ხმა მიიღო, რაც მთლიანობაში ამომრჩეველთა ხმების 2,26% პროცენტია. 

საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური შედგება "ქართული ოცნების" მხარდაჭერი კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილსა და "ძალა ერთობაშიას" კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს შორის. 

ცესკოს ცნობით, ზურაბიშვილმა ხმების 38,64% მიიღო, ვაშაძემ კი - 37,74%. 

კომენტარები