მკვლელობა ბრაზილიაში

"სან პაოლოს" ყოფილი ფეხბურთელი წამებით მოკლული იპოვეს

"სან პაოლოს" ყოფილი მოთამაშე დანიელ კორეა ფრეიტასი მოკლული იპოვეს. გამვლელებმა ბუჩქებში დაგდებული გვამი აღმოაჩინეს და მკვლელობის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინეს. 

"სხეულზე ძალადობისა და წამების კვალი აშკარად ჩანს. ფეხბურთელს კისრის მიდამოში ორი ღრმა ჭრილობა აქვს. გარდა ამისა, მკვლელებმა მას სასქესო ორგანო დაუნაწევრეს. ადგილი, სადაც ფრეიტასის გვამია ნაპოვნი, ბრაზილიაში ცხედრების მორევის სახელითაა ცნობილი", - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთი. 

მკვლელობა ბრაზილიაში, პარანას შტატის ქალაქ სან ჟოზე დო პინაისში მოხდა. "სან პაოლოს" წარმომადგენლებმა სოციალური ქსელით ფეხბურთელის ახლობლებს მიუსამძიმრეს. უკანასკნელ პერიოდში, ფრეიტასი "სან ბეტოს" ღირსებას იცავდა.

კომენტარები