მკვლელობა

პოლონეთში 28 წლის გოგოს მკვლელობისთვის, ინტერპოლი საქართველოს მოქალაქეს ეძებს

ინტერპოლი პოლონეთში, ქალაქ ლოძში 28 წლის გოგოს სექსუალური მოტივით მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქეს ეძებს. 39 წლის მამუკა ხეცურიანზე ძებნა დღეს გამოცხადდა.

28 წლის პაულინა დ. 20 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი 26 ოქტომბერს იპოვეს. პოლიციის პირველადი ინფორმაციით, ქალი ნაცემია. ექსპერტიზის მიხედვით, პაულინა დ. კისრის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბელარუსის 44 წლის მოქალაქე, ასევე საქართველოს 41 და 38 წლის მოქალაქეები მალევე დააკავეს. ბელარუსის მოქალაქეს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვისაც ედება. პროკურატურის მოთხოვნით, მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალდებულს კი, ამ დრომდე ეძებენ. ლოძის პოლიციის ინფორმაციით, მამუკა ხეცურიანმა 21 ოქტომბერს უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და დიდი ალბათობით, ის ამჟამად საქართველოში იმყოფება.

კომენტარები