არჩევნები 2018

გიორგი ვაშაძე: გრიგოლ ვაშაძის ახალქალაქის შტაბის წევრებს ხელკეტებით სცემეს

რუსთავი 2

ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრს თავს დაესხნენ. რუსთავი 2-ის ცნობით, აშოტ რაისიანი თავდამსხმელებმა ხელკეტებით სცემეს. 

თვითმხილველები "რუსთავი2"-თან საუბრისას ჰყვებიან, რომ შტაბში ხელკეტებით შეიარაღებული რამდენიმე ადამიანი შევარდა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა. 

გრიგოლ ვაშაძის თბილისის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიორგი ვაშაძის თქმით, ნაცემია კიდევ 3 ადამიანი. 

მისივე თქმით, თავდასხმას საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის, ენძელ ნკოიანის ძმა, არტურ ნკოიაინ ხელმძღვანელობდა. ვაშაძე ამბობს, რომ შტაბის წევრებს სცემეს, რადგან მათ დღეს 6 საათამდე კომისიაში საჩივრების შეტანა ვერ მოესწროთ, ვინაიდან საჩივრების განხილვის შემდეგ ქართული ოცნების ხმები დაიწევს და მმართველ გუნდს სწორედ ამის ეშინია. 

"ნაცემი აბრაჰამ და ტიგრან აბრაჰამიანები არიან ჩვენი წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიაში. მათ დღეს 6 საათამდე ჰქონდათ ვადა, შეეტანათ საჩივრები. სწორედ ახალქალაქში მოხდა არჩევნების გაყალბება და ქართული ოცნება ცდილობს, ის დამსახურებული პირველი ადგილი, რომელიც ჩვენ ავიღეთ, მოგვპაროს და ამას უკავშირდება მომხდარი - რომ ვერ მოახერხონ საჩივრების შეტანა. სწორედ ახალქალაქში იყო ფიზიკური თავდასხმა ჩვენი კომისიის წევრზე, თეონა ჭალიძეზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ აბრაამი და ტიგრანი და მიშა აკბალიანი. მათ პირდაპირ ემუქრებოდნენ, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, როგორც კი თბილისიდან ჩასული დამკვირვებლები დატოვებდნენ ახალქალაქს და როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ამისი პირდაპირი მითითება აქვთ ქართული ოცნების შტაბიდან", - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

კომენტარები