არჩევნები 2018

ქართული მარში: ზურაბიშვილს მხარს დავუჭერთ, თუ მარიხუანის კანონპროექტს გაიწვევენ

რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

ქართული მარში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, თუმცა, გარკვეული დათქმებით

ამის შესახებ სანდრო ბრეგაძემ და კონსტანტინე მორგოშიამ დღეს ბრიფინგზე თქვეს. ბრეგაძის თქმით, გადაწყვეტილება მათ გუშინ გამართულ შეკრებაზე მიიღეს, რომელსაც დაახლოებით 200 ადამიანი ესწრებოდა. 

ბრეგაძის თქმით, ქართულმა მარშმა მიიღო გადაწყვეტილება, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში და სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირონ, თუმცა, მმართველმა გუნდმა ორი პირობა უნდა დააკმაყოფლოს

  • "სასწრაფოდ გაიწვიეთ მარიხუანის კულტივაციის კანონი და ქართული ოცნების მხრიდან იქნას დადებული პირობა, რომ ეს კანონი არასდროს შევა საქართველოს პარლამენტში განსახილველად. 
  • ​ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა, ასევე, მოსახლეობის ნახევარზე მეტი არ მივიდა არჩევნებზე, ამიტომ, ორივე კანდიდატი არის დაბალი ლეგიტიმაციის. ასევე, 37%-იანი ხელისუფლება არ შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობით მართავდნენ ქვეყანას. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები" - თქვა სანდრო ბრეგაძემ. 

"ერთობლივმა სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება - იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში შექმნილია პოლიტიკური კრიზისი და ეს კრიზისი ყოველდღიურად ღვივდება, მეორე ტური შეიცავს დესტაბილიზაციის საფრთხეს. არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ ქვეყანა მოექცეს ძალადობის მორევში და პროცესები წავიდეს ძალადობის გზით. ჩვენ გვაქვს ამისი ინფორმაციაც, გვაქვს ცნობები, რომ ყველა მხრიდან ჯგუფები ემზადებიან ძალადობრივი აქტებისთვის​. ჩვენ გადავწყვიტეთ, მეორე ტურისთვის მოვხსნათ ბოიკოტის რეჟიმი და აქტიურად ჩავერთოთ საარჩევნო პროცესში", - ამბობს ქართული მარშის ლიდერი. 

​არჩევნების მეორე ტურისთვის კამპანია დაიწყო და ის, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობის 9-წლიანი მმართველობის "სისხლიანი რეჟიმის გახსენებაზე" დგას. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ენმ-ის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ქვეყანაში არეულობას და სამოქალაქო ომს გამოიწვევს. მოტივით, რომ ეს არ მოხდეს, საგანგებო რეჟიმზე გადავიდა ტელეკომპანია იმედი, ახლა კი ზურაბიშვილის კანდიდატაურას მხარდაჭერა ძალადობრივმა ჯგუფმა, ქართულმა მარშმაც გამოუცხადა. 

კომენტარები