კანაფის ექსპორტი

ქართული მარში: გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას, მარიხუანის კანონი გამოვაწვევინეთ

0 კომენტარი
ფოტო: ქართული მარში

ძალადობრივი ჯგუფი, "ქართული მარში" მხარდამჭერებს ულოცავს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის პროექტს პარლამენტიდან გამოიწვევენ. გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ და ირაკლი კობახიძემ დღეს, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს. 

"ქართული მარში გილოცავთ!!! მარიხუანას კანონი გამოვაწვევინეთ!!! უფალმა დაგლოცოთ!!!, - წერია მარშის ფეისბუქზე. 

საპატრიარქოში დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მთავრობა მთავრობა კანაფის კულტივაციის კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გამოიწვევს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან, მათ შორის არჩევნებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ იქნა მიღებული. 

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს - განიხილებოდა მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავიდოდა.

ამ ინიციატივიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელთა მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყო. 

ფინანსთა მინისტრმა კი თქვა, რომ მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის ექსპორტით ქვეყანა 1 მილიარდს იშოვიდა. 

ინიციატივას საზოგადოების ნაწილის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა. სასულიერო პირების ნაწილმა მთავრობის ინიციატივა გააკრიტიკა და პარაკლისიც გადაიხადა. წინააღმდეგი იყო მეუფე იაკობიც. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კი თქვა, რომ "სამშობლოსთვის გული ხელისუფლებასაც შესტკივა". 

მაშინ მმართველმა გუნდმა პარლამენტში კანონის განხილვა შეაჩერა, თუმცა არ გაუწვევია. 

გუშინ, 1-ლ ნოემბერს პრესკონფერენცია მოიწვიეს ძალადობრივ ჯგუფის, ქართული მარშის წევრებმა და თქვეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარს დაუჭერდნენ, თუ ხელისუფლება ორ პირობას შეასრულებდა, მათგან ერთ-ერთი სწორედ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაა

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ამერიკელ კოლეგებთან ერთად იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის სქემა გამოვავლინეთ (Video)

კომენტარები