ოჯახში ძალადობა

1 წლით პატიმრობა კაცს, რომელმაც ყოფილ ცოლს სცემა, სახის დასერვით დაემუქრა და ტელეფონი გაუტეხა

flickr

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გ.ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ 2018 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით, თბილისში, გ.ა.-მ ყოფილ ცოლს ა.კ.-ს რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ კი სახის დასერვით დაემუქრა.

"2018 წლის 13 ივნისს კი, გ.ა.-მ დაზარალებულს წაართვა მობილური ტელეფონი, ძირს დაახეთქა და დააზიანა, რის შედეგადაც ა.კ.-ს 230 ლარის, მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა გ.ა 2018 წლის 13 ივნისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის I ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა) (ორი ეპიზოდი), 11’-151-ე მუხლის I ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) (ორი ეპიზოდი) და 11’-187-ე მუხლის I ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა.

კომენტარები