კრივი

ფლოიდ მეივეზერი ტენშინ ნასუკავასთან არ იბრძოლებს

0 კომენტარი

6 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, 31 დეკემბერს, ვეტერან მოკრივე ფლოიდ მეივეზერს 20 წლის იაპონელ ტენშინ ნასუკავასთან უნდა ებრძოლა, მაგრამ ამერიკელმა სპორტსმენმა ინფორმაცია უარყო. 41 წლის მეივეზერი ამ ამბავს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

"მინდა იცოდეთ, რომ მე, ფლოიდ მეივეზერს, ტენშინ ნასუკავასთან ბრძოლა არასდროს დამიგეგმავს. იაპონიაში გამგზავრებამდე, მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი.

ბრძოლა 9 წუთს უნდა გაგრძელებულიყო და 3 რაუნდში დასრულებულიყო. სანახაობას მხოლოდ მდიდარი ხალხი იხილავდა. ბევრ ფულს მიხდიდნენ, მაგრამ არ მაინტერესებს. ეს პროფესიული კრივი არ იქნებოდა და არც ტელევიზიით გადაიცემოდა.

პრესკონფერენციაზე, ჩემთვის მოულოდნელად, ბრძოლა პროფესიულ მატჩად შერაცხეს. არ მინდოდა, შეკრებილი ადამიანებისთვის ხასიათი გამეფუჭებინა და იქ აღარაფერი ვთქვი. კრივიდან წასული ვარ და ბევრი ფულიც მაქვს. ხანდახან, ლაპარაკით ვერთობი", - განაცხადა მეივეზერმა.

რამდენადაც ცნობილია, ფლოიდ მეივეზერთან განმეორებითი ბრძოლა კონორ მაკგრეგორს სურს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ლორია

კომენტარები