ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

CNN

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან.

ხანძარი გუშინ გაჩნდა და დაახლოებით 8000-ზე მეტი ჰექტარი მოიცვა. მიმდებარე ტერიტორიიდან 40,000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გუბერნატორმა რეგიონში ჯერი ბრაუნმა საგანგებო მსდომარეობა გამოაცხადა.

ხანძრის შედეგად დაშავდა მოსახლეობა და მეხანძრეები. ხანძარმა 1,000-მდე ნაგებობა გაანადგურა.

ხანძარს ამჟამად 2,200-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის, თუმცა მისი ლოკალიზება ვერ ხერხდება და ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.

კომენტარები