არჩევნები 2018

ივანიშვილი ილია II-ს: მგონი ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია დამყარდა ამ არჩევნებით

fb.com/beraofficial

"მე მგონია, ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია დამყარდა ნამდვილად ამ არჩევნებით" - ასე პასუხობს ბიძინა ივანიშვილი კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს.

ილია მეორემ ივანიშვილის ჰკითხა:

-"არჩევნები კარგად მიდის?"

- "მე მგონია, ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია დამყარდა ნამდვილად ამ არჩევნებით, ხალხმა აირჩია ხელისუფლება, ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს, ვინ უნდა აირჩიოს. მე ვფიქრობ, რომ ღირსეულ არჩევნასაც გააკეთებენ. თუმცა კითხვები ბევრია რა თქმა უნდა", - უპასუხა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ოჯახთან ერთად, საპატრიარქოში 9 ნოემბერს იმყოფებოდა.

კომენტარები