აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე კარვები გაშალეს [ფოტოები]

0 კომენტარი

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაზე კარვები გაშალეს. ამჟამად გაშლილია 20-მდე კარავი.

საკუთარი კარვები გაშალეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად პოლიცია აქციის მონაწილეებს კარვების დადგმის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძის დედა ხოლო შემდეგ თავად ზაზა სარალიძე. ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა აქციის ორგანიზატორების თქმით ის აქციაზე რამდენიმე საათში დაბრუნდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები