შვილმოკლული მამები

შვილმოკლული მამების აქცია ხვალ "ქართული ოცნების" ოფისთან გაიმართება

kvirispalitra.ge

მალხაზ მაჩალიკაშვილმა, პარლამენტის წინ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხვალ, 12 ნოემბერს "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას გამართავს. მისი თქმით აქციას პანკისიდანაც შეუერთდებიან. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, თერმილან მაჩალიკაშვილის მკვლელის დაკავებას ითხოვს. 

"ერთი წელი გავიდა, კანონის ფარგლებში მოვითხოვთ სიმართლეს, აღიაროს სახელმწიფომ თავისი შეცდომა, აქედან გამომდინარე, ესენი საერთოდ ყურადღებას არ გვაქცევენ. თემირლანის საქმემ მთლიანად კი არა, ნახევარმა, 50%-ით რომ გაჟონოს, ესენი გაქცევითაც ვერ უშველიან თავს. იმდენად საზარელი დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფოს, გაქცევითაც ვერ უშველიან თავს" - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. 

აქცია სავარაუდოდ 15:00 საათზე გაიმართება. 

კომენტარები