კვლევა

კვლევის მიხედვით, კაცები წვერით უფრო მიმზიდველები არიან

usmagazine,com

კაცები წვერით უფრო მიმზიდველები არიან - Journal of Evolutionary Biology-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში 8 500 ადამიანი გამოიკითხა. მათ სურათებიდან უნდა ამოერჩიათ ვის ისურვებდნენ შეყვარებულად.

სურათებში ოთხი ტიპის კაცი იყო - ერთი რომელსაც წვერი სრულად ჰქონდა გაპარსული, მეორეს წვერი სურათის გადაღებამდე 5 დღით ადრე ჰქონდა გაპარსული, მესამეს 10 დღით ადრე, ხოლო მეოთხეს წვერი 4 კვირის გაუპარსავი ჰქონდა.

გამოკითხულთა უმრავლესობამ ის კაცი ამოირჩია, რომელსაც წვერი 4 კვირის გაუპარსავი ჰქონდა.

მკლევარების თქმით, ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ კაცი წვერით გამოკითხულებს ძლიერ და მტკიცე ადამიანად მოეჩვენათ.

კომენტარები