მოგზაურობა

უკრაინული ავიაკომპანია SkyUp საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

Yura Tanchyn

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისებს ავიაკომპანია 23 დეკემბრიდან დაიწყებს.

ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2019 წლის 30 მარტამდე, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია SkyUp-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 12 ნოემბერს მიანიჭა.

კომენტარები