თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 14 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებ" ასახელებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ივერიის, ყავლაშვილის, ერეკლე მეორეს, ანტონ კათალიკოსის, აბესაძის, ვახტანგ ბერიძის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს და დიდუბის რაიონები

07 საათიდან 07:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ნატბეურების, ჩალისპირების დასახლების, გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის,  აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის მასივის II, III, IV, V, VI კვარტლების, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, ლუბლიანას, გოძიაშვილის, თოფურიძის,  ონიანის,  ჭოხონელიძის,  მაჭავარიანის, კვანტალიანის, ახმეტელის, ჩაჩავას, სარაჯიშვილის, იასამანის, ბელიაშვილის, ბოხუას და დისევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის მაცხოვრებლებს. 

სამგორის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების და ვარკეთილის დასახლების III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის   მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.

კომენტარები