სერიალები

Game of Thrones-ის მერვე სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია

HBO

ახალი სეზონის პრემიერასთან დაკავშირებით ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, HBO-მ ახალ ვიდეოში გამოაცხადა, რომ Game of Throne-ის მერვე სეზონი 2019 წლის აპრილში გამოვა. ეს სერიალის ისტორიაში ყველაზე მოკლე სეზონი იქნება, სულ შვიდი ეპიზოდით. ერთი წუთის ხანგრძლივობის თიზერში არ ჩანს სცენები ახალი სეზონებიდან. პრემიერის ზუსტი რიცხვი არაა ცნობილი. 

კომენტარები