არჩევნები 2018

დღეს, 13:00-ზე, ცესკო-ს სხდომა გაიმართება, დიდი ალბათობით, გამოცხადდება II ტურის თარიღი

ტაბულა

დღეს, 13:00-ზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგის მიხედვით, განიხილავენ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამების საკითხს. ასევე, პრეზიდენტის განკარგულებას, 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ.

სხდომის კიდევ ერთი საკითხია, საქართველოს პრეზიდენტის დადგენილება 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.

ცესკი დღეს სულ ცხრა საკითხს განიხილავს, მათ შორის, პრეზიდენტის განკარგულებებს, არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დამტკიცების თაობაზე და მეორე ტურის ბიულეტენების ტექსტების დადგენის შესახებ.

არჩევნების მეორე ტური სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება. მეორე ტური მაქსიმუმ 2 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.

კომენტარები