მადრიდის რეალი

მადრიდის "რეალმა" სანტიაგო სოლარის 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა

0 კომენტარი

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სანტიაგო სოლარის შენარჩუნება გადაწყვიტა. "სამეფო კლუბის" ოფიციალური საიტის ცნობით, არგენტინელმა ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

სანტიაგო სოლარიმ "რეალში" ხულენ ლოპეტეგი შეცვალა. თავდაპირველად, არგენტინელი 2-კვირიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა. წარმატებული შედეგების გამო, მადრიდელებმა მას კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს.

აქამდე, სოლარი "რეალის" ასაკობრივ გუნდებს წვრთნიდა. ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, მადრიდელები 20 ქულით მე-6 ადგილზე არიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები