არჩევნები 2018

პრემიერი ზურაბიშვილის ბილბორდებზე ივანიშვილის ფოტოზე: განსაკუთრებული არაფერი არაა

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდზე ბიძინა ივანიშვილია გამოსახული.

"ქართული ოცნება, მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი, მათ შორის პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ პირველი არხის ცნობით.


ფოტო: .facebook.com/christina.pushh

საარჩევნო ბილბორდების ნაწილზე სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის გამოსახულებით ჩანაცვლდა. ახალი ბილბორდები თბილისსა და ბათუმში დღეს დილიდან გამოჩნდა.

კომენტარები