არჩევნები 2018

"აქ სხვა რამისთვის მოვედი" - ზურაბიშვილი ბანერებზე ივანიშვილის ფოტოზე კომენტარს არ აკეთებს

პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ბილბორდების ნაწილიდან მისი ფოტოს გაქრობაზე კომენტარს არ აკეთებს. ბანერებზე მის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის გამოსახულებასთან დაკავშირებით დასმული კითხვა ზურაბიშვილმა უპასუხოდ დატოვა.


ფოტო: მარიკა დათუკიშვილი

"ამის ადგილი არ არის, სულ სხვა რამისთვის მოვედი. აქ ვარ ადამიანი დღეს, დღეს ვარ მოსული როგორც ადამიანი, როგორც ქალი, როგორც დედა,“- რუსთავი 2-ის ცნობით, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მოსანახულებლად დამწვრობის ცენტრში მივიდა.

დღეს დილიდან, გამოჩნდა ქართული ოცნების მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ბილბორდები, რომლებზეც სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე არიან გამოსახულები. 

კომენტარები