ბრექსითი

ბრექსითის შეთანხმებაზე პროტესტის ნიშნად თანამდებობა სამმა მინისტრმა დატოვა

ბრექსიტი
Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ გუშინ საღამოს გამოაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს.

585 გვერდიანი დოკუმენტის დიდი ნაწილი ევროკავშირის მოქალაქეების დიდ ბრიტანეთში ცხოვრებას და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების ევროკავშირში ცხოვრებას ეთმობა, მათ შორის დროებით შესვლას საქმიანი ვიზიტებისათვის, ხანმოკლე ვიზიტებისათვის უვიზო მიმოსვლას და არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად თანამშრომლობას. ცვლილებები ტრანსიციის პერიოდის დასრულების შემდეგ შევა, რაც 2020 წლით არი განსაზღვრული.

გეგმას კრიტიკა მოჰყვა. თანამდებობიდან გადადგნენ ბრექსიტის მდივანი დომინიკ რაბი და შრომისა და პენსიების მდივანი ესტენ მაკვეი. თანამდებობა დატოვა ბრექსითის უმცროსმა მინისტრმა, სუელმა ბრავერმანმაც. მან გადადგომის მიზეზად ბრექსითის შეთანხმებაში ევროკავშირთან საბაჟო კავშირის დატოვების მხრივ დათმობებია, რაც მან ღალატად შეაფასა.

კომენტარები