ჯამალ ხაშოგი

საუდის არაბეთი ხაშოგის მკვლელობისთვის 11 ეჭვმიტანილიდან 5-ის სიკვდილით დასჯას ითხოვს

BBC

საუდის არაბეთის სახელმწიფო ბრალმდებელი ჟურნალის ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 11 პირიდან 5-ის სიკვილით დასჯას ითხოვს.

სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, ჟურნალისტი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს ლეტალური ინექციით მოკლეს, შემდეგ კი მისი სხეული დაანაწევრეს და შენობიდან ამგვარად გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით მათი გამოძიების მიერ მოპოვებული აუდიო მასალა, რომელიც სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას ასახავს ყველას მოასმენინეს, ვინც მოითხოვა.

მისი თქმით ჩანაწერები მიიღეს აშშ-ში, საუდის არაბეთში, საფრანგეთში, კანადაში, გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში.

"ჩანაწერები მართლაც შემაძრწუნებელია. როდესაც საუდის არაბეთის წარმომადგენელმა მოუსმინა მას, შოკში იყო. მან თქვა, რომ მკვლელი ალბათ ჰეროინს მოიხმარდა, რადგან ასეთ რამეს მხოლოდ ჰეროინის მომხმარებელი ჩაიდენს." თქვა ერდოღანმა.

ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის ხელისუფლებას და სამეფო ოჯახს აკრიტიკებდა. საუდის არაბეთის გენერალური პროკურორის თქმით მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა სამეფო ოჯახს და ქვეყნის ხელისუფელბას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. საუდის არაბეთმა მკვლელობასთან დაკავშირებით 18 ადამიანი დააკავა და ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის 3 მრჩეველი გაათავისუფლა. ერდოღანმა საუდის არაბეთს სთხოვა დაკავებულები თურქეთში გაესამართლებინათ, თუმცა ამაზე საუდის არაბეთმა უარი განაცხადა.

ერდოღანის თქმით აშკარაა, რომ მკვლელობის ბრძანება სამეფოს ხელისუფლების ზედა შრეებიდან გაიცა, თუმცა ასევე ამბობს, რომ ამაში მეფე სალმანის დადანაშაულებაზე ვერ იფიქრებს, რადგან მისდამი უსაზღვრო პატივისცემა აქვს.

"ტახტის მემკვიდრე პრინცი ამბობს "მე გავარკვევ ამ საკითხს, მე გავაკეთებ რაც საჭიროა." ჩვენ მოთმინებით ველოდებით. უნდა დადგინდეს, ვინ გასცა მკვლელობის ბრძანება." თქვა ერდოღანმა.

კომენტარები