ლარის კურსი

ლარი დოლართან 2.27 თეთრით, ხოლო ევროსთან - 1.75 თეთრით გამყარდა

ტაბულა

ლარი დოლართან 2.27 თეთრით, ხოლო ევროსთან - 1.75 თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.6818 ლარია, ერთი ევროსი - 3.0299 ლარი.

საქართველოს ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთანაც გამყარდა.

ლარმა განსაკუთრებული ტემპით გაუფასურება ერთი თვის წინ დაიწყო. ამ დროის მანძილზე, საქართველოს ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია. პირიქით, სებ-მა 9 ნოემბერს $10 მილიონი შეისყიდა. ამ მასშტაბის ინტერვენციის მიუხედავად, იმ დღის შემდეგ, ლარმა გამყარება დაიწყო. 

კომენტარები