ჯამალ ხაშოგი

CIA ფიქრობს, რომ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება მოჰამედ ბინ სალმანმა გასცა

AFP

CIA (აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ფიქრობს, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა შეუკვეთა - CIA-მ მტკიცებულებები დეტალურად შეისწავლა. 

აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ოპერაცია პრინცის ნებართვის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. . 

თავად საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა ხაშოგის მკვლელობის დაგეგმვასთან პრინცის კავშირი უარყვეს. მათი თქმით, პრინცმა მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა. 

იმავდროულად, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ხაშოგის მკვლელებს ჩადენილზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა. 

​პაპუა-ახალ გვინეაში მიმდინარე სამიტისას პენსმა თქვა, რომ "აშშ-ს სურს, დაისაჯოს ყველა, ვინც მკვლელობაზე პასუხისმგებელია".

საუდის არაბეთის მოქალაქე ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2018 წლის 2 ოქტომბერს, სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში მოკლეს - ის შენობაში შევიდა, რათა ქორწინებისთვის საჭირო საბუთები მოეწესრიგებინა, შემდეგ კი არავის უნახავს. არავის უნახავს არც ხაშოგის ცხედარი. 

ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის ხელისუფლებას და სამეფო ოჯახს აკრიტიკებდა. ის ბოლო ერთი წელი აშშ-ში ცხოვრობდა და "ვაშინგტონ პოსტისთვის" მუშაობდა. 

მკვლელობის შესახებ რამდენიმე სხვადასხვა ვერსია გავრცელდა, ასევე თავად საუდის არაბეთის ოფიციალური პირების მხრიდან რამდენიმე განცხადება გაკეთდა. 

2 დღის წინ მათ ხაშოგის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 11 პირიდან 5-ის სიკვდილით დასკა მოითხოვეს. 

საუდის არაბეთის გენერალური პროკურორის თქმით, მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა სამეფო ოჯახს და ქვეყნის ხელისუფელბას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. საუდის არაბეთმა მკვლელობასთან დაკავშირებით 18 ადამიანი დააკავა და ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის 3 მრჩეველი გაათავისუფლა. ერდოღანმა საუდის არაბეთს სთხოვა დაკავებულები თურქეთში გაესამართლებინათ, თუმცა ამაზე საუდის არაბეთმა უარი განაცხადა.

ერდოღანის თქმით, აშკარაა, რომ მკვლელობის ბრძანება სამეფოს ხელისუფლების ზედა რგოლიდან გაიცა, თუმცა, ასევე ამბობს, რომ ამაში მეფე სალმანის დადანაშაულებაზე ვერ იფიქრებს, რადგან მისდამი უსაზღვრო პატივისცემა აქვს.

"ტახტის მემკვიდრე პრინცი ამბობს "მე გავარკვევ ამ საკითხს, მე გავაკეთებ რაც საჭიროა. ჩვენ მოთმინებით ველოდებით. უნდა დადგინდეს, ვინ გასცა მკვლელობის ბრძანება", - თქვა ერდოღანმა.

ჯამალ ხაშოგის საქმეზე ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები