თბილისის ქუჩები, რომლებსაც 19 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 19 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭილაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის და ნაძალადევის რაიონები

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, რობაქიძის გამზირის და ქსნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები