კიუშუ ბაშოს მე-9 დღე ლევან გორგაძისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ქართველი ოძეკი ტურნირის მთავარ ფავორიტთან - კომუსუბი ტაკაკეიშოსთან დამარცხდა.
დღევანდელ ბრძოლამდე, ტოჩინოშინს ტაკაკეიშოსთან უარყოფითი ბალანსი 1:4-ზე ჰქონდა. მიმდინარე ბაშოზე, გორგაძეს 4 მოგება და 5 წაგება აქვს.
ხვალინდელ ორთაბრძოლაში, ქართველი ოძეკი სეკივაკე იჩინოჯოს დაუპირისპირდება.