აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა თავის წიგნის "Becoming"-ის ტურნეს მართავს.
შაბათს მიშელ ობამას წიგნის წარგდენა ვაშიგნტონში ჰქონდა, როდესაც მოულოდნელად სცენაზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ყვავილებით ხელში გამოვიდა.
"ეს არ ჰგავს, როდესაც ჯეი-ზი გამოდის ბიონსეს კონცერტის დროს? "Crazy in love"-ს დროს?. ეს იგივეა. ეს უბრალოდ პატარა ნიმუშია კონცერტის გასაძლიერებლად", - თქვა ბარაკ ობამამ.
[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=165&v=SCRYJ95Z5dc]
ბარაკ ობამამ ასევე ისაუბრა მიშელ ობამასთან შეხვედრისა და მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ. მის გამოჩენას აუდიტორია "მოგვენატრე"-ს ძახილით შეეგება.
მიშელ ობამამ ავტობიოგრაფიული წიგნი "Becoming" 2018 წელს გამოუშვა, ის ახლა წიგნის წარსადგენ ტურნეს მართავს.