დონალდ ტრამპი

ფინეთის პრეზიდენტი: ტრამპთან ტყის მოფოცხვაზე არასოდეს მილაპარაკია

საული ნიინისტე და დონალდ ტრამპი
Getty Images

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისათვის ტყის ხანძრებისგან თავის დასაცავად ტყეების მოფოცხვაზე არაფერი უთქვამს.

"მე ვახსენე მასთან, რომ ფინეთის მიწა ტყეებითაა დაფარული და კარგი მონიტორინგის სისტემა გვაქვს, ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს ტყეებს." თქვა მან.

დონალდ ტრამპმა ხანძრისაგან დაზარალებულ კალიფორნიაში ვიზიტისას თქვა, რომ სხვა ქვეყნებს ტყის ხანძრების პრობლემა მოგვარებული აქვთ:

"სხვა ქვეყნებს რომ შეხედოთ, ისინი სხვაგვარად იქცევიან. როდესაც ფინეთის პრეზიდენტს შევხვდი მან მითხრა "ჩვენთან სხვაგვარადაა - ჩვენ ტყეების ქვეყანა ვართ." ტყეების ქვეყანა - ასე უწოდა. და ისინი დიდ დროს ხარჯავენ გაწმენდაზე და მოფოცხვაზე და პრობლემაც არ აქვთ. ან როდესაც აქვთ, ძალიან მცირე პრობლემაა." თქვა მან.


ფოტო: Twitter

ფინეთის პრეზიდენტის კომენტარ სოციალურ ქსელებში გამოხმაურება მოჰყვა. ფინელები ვიდეოებს და სურათებს აქვეყნებენ, რომელშიც ტყეს ფოცხავენ. გაჩნდა ჰეშთეგი #მოფოცხე ამერიკა უფრო დიდებულად (Rake America Great Again, ტრამპი წინასაარჩევნო სლოგანი იყო "გახადე ამერიკა უფრო დიდებული" Make America Great Again).

შეგახსენებთ, რომ კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთით ხანძარი კვლავ მძვინვარებს. დაღუპულთა რაოდენობამ 76-ს მიაღწია. დაკარგულად ითვლება 1,300-მდე ადამიანი. ხანძარმა 10,000-მდე სახლი გაანადგურა. ამ დროისათვის მისი მხოლოდ 55%-ია ლოკალიზებული.

ტრამპის თქმით მასშტაბური ხანძრების მიზეზი კალიფორნიის შტატში ტყეების ცუდი მენეჯმენტია.

კომენტარები